Friday, January 17, 2014

ესპანეტის ისტორია

ესპანეთის ტერიტორიაზე ადამიანს 400 ათ.-100 ათ. წლის წინათ უცხოვრიაზედა პალეოლითის დროინდელია კანტაბრიაშიალტამირას გამოქვაბულის კედლებზე შემორჩენილი ნახატები, რომლებიც ერთ-ერთი უძველესია ევროპის ტერიტორიაზე. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფო ტარტესოსი შეიქმნა.




ძვ. წ. VII საუკუნიდან დაიწყო სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპირო ტერიტორიების კოლონიზაცია ფინიკიელთა და ბერძენთა მიერ. დაარსდა მათი კოლონიები: გადესი (ახლანდელი კადისი). იბგუ და სხვ. ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანაში გადასვლისას (ძვ. წ. 700-500) აქ ყალიბდება იბერთა კულტურა, რომელიც უპირატესად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავრცელდა. ძვ. წ. V-III სს-შიპირენეის ნახევარკუნძულზე დასახლდნენ კელტები, რომლებიც ადგილობრივ ტომებში აირივნენ და კელტ-იბერების ტომობრივი ჯგუფი შექმნეს. ძვ. წ. III საუკუნის დასასრულს ესპანეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კართაგენმა დაიმორჩილა. ძვ. წ. 197 წელს რომმა ესპანეთის ტერიტორია თავის სამფლობელოდ გამოაცხადა და 2 პროვინციად გაყო. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო (ე.წ. ლუზიტანიის აჯანყება - ძვ. წ. 147-139 წწ; ნუმანციის ომი - ძვ. წ. 143-133 წწ) ესპანეთის დაპყრობა მხოლოდ ძვ. წ. 21-19 წწ. დასრულდა. ამის შემდეგ ესპანეთი გახდა მნიშვნელობით მეორე პროვინცია რომის იმპერიაში თვით იტალიის შემდეგ. ესპანეთის ტერიტორიაზე დაიბადა ოთხი რომაელი იმპერატორი (მათ შორის ყველაზე ცნობილები: ტრაიანე და ადრიანე) და ცნობილი პოეტი და ფილოსოფოსი სენეკა.

რომაელთა დაპყრობის შემდეგ ესპანეთში მონათმფლობელური წყობილება დამყარდა. რომანიზაცია უმთავრესად სამხრეთ ესპანეთს შეეხო. ჩრდილოეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის მთიანი რაიონების მცხოვრებმა გალეკებმა, ვასკონებმა და სხვა ტომებმა თვითმყოფობა შეინარჩუნეს. III-V საუკუნეებში ესპანეთში რომაელი დიდებულების ლატიფუნდიებში კოლონების, მიწაზე დასმული მონებისა და გააზატებული მონების შრომას იყენებდნენ.
409 წელს პირენეის ნახევარკუნძულს ბარბაროსთა ტომები ვესტგუთები,ვანდალებიალანები და სვებები მიაწყდნენ. ვესტგუთებმა ვანდალები და ალანები განდევნეს ესპანეთის სამხრეთში, ხოლო 429 წელს აიძულეს ისინი ჩრდილოეთ აფრიკაში გადასულიყვნენ, თვითონ კი დააარსეს საკუთარი სამეფო დედაქალაქით ბარსელონაში. სვებები კი დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ-დასავლეთ გალისიაში და დააარსეს სვებების სახელმწიფო. V საუკუნის ბოლოსათვის პირენეის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი რომაელ დიდებულებს ემორჩილებოდა და ფორმალურად რომის იმპერიასექვემდებარებოდა.
V საუკუნის მეორე ნახევარში ვესტგუთების მეფე ევრიხმა (446-484) თითქმის მთელი პირენეის ნახევარკუნძული დაიპყრო (გარდა ჩრდილოეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთი ტერიტორიისა სადაც სვებები და ბასკები ცხოვრობდნენ). გალიის დიდი ნაწილის დაკარგვის შემდეგ (VI საუკუნის დასაწყისი) ვესტგუთებმა თავისი სამეფოს დედაქალაქი ქ. ტოლედოში გადაიტანეს (VI საუკუნის შუა წლები). ვესტგუთები პირენეის ნახევარკუნძულის მოსხლეობის მხოლოდ 4 %-ს შეადგენდნენ. 585 წელს მათ სვებების სამეფო შეიერთეს, ხოლო VII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიელებს ესპანეთის სამხრეთი ნაწილი წაართვეს (ბიზანტია აქ 554 წლიდან ბატონობდა).
ვესტგუტების მიერ ესპანეთის დაპყრობას თან ახლდა სათემო მიჭათმფლობელობისა და წვრილი საგლეხო მეურნეობის გავრცელება. ვესტგუთურ ესპანეთში დაიწყო ფეოდალიზაციის პროცესი. ყალიბდებოდა და ძლიერდებოდამსხვილ ფეოდალ-მიწათმფლობელთა კლასი. ესპანელ-რომაელი (საეკლესიო და საერო) ფეოდალების გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა ვესტგუთების მეფის რეკარედის (586-601) არიანელობიდან კათოლიკობაზე გადასვლამ და VI საუკუნის ბოლოს კათოლიციზმის სახელმწიფო რელიგიად გადაქცევამ (ესპანეთის დანარჩენმა ნაწილმა კათოლიკობა მიიღო 400 წელს).
მსხვილ ფეოდალთა სეპარატიზმმა და შინაომებმა დაასუსტა ვესტგუტების სახელმწიფოს სამხედრო ძლიერება, რამაც არაბებს გაუადვილა პირენეის ნახევარკუნძულის დაპყრობა.
XVI საუკუნეში ესპანეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები ევროპაში1504 წელს ხელთ იგდო ნეაპოლის სამეფო და სიცილია1512 წელს - ზემო ნავარა. ფერდინანდ II არაგონელისა და ისაბელ კასტილიელის პირადი უნიის ნიადაგზე გაერთიანებული და გაძლიერებული ესპანეთი 1516 წელს ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ მათ შვილიშვილს კარლ V-ს ერგო. 1519 წელს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის მაქსიმილიან I გარდაცვალების შემდეგ კარლ V-ს, როგორც მაქსიმილიანეს შვილიშვილს გადაეცა გერმანიის იმპერია და ნიდერლანდები1559 წელს იტალიასთან 50-წლიანი ომის (იტალიური ომები 1494-1559) შემდეგ გაბატონდა ჩრდილოეთ და შუა იტალიაში. ამგვარად მის ხელში აღმოჩნდა ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, გერმანიისა და ამერიკის ტერიტორიები. როგორც თანამედროვენი ამბობდნენ მის იმპერიაში "მზე არასოდეს არ ჩადიოდა"

No comments:

Post a Comment